თბილისობა 2010 გრძელდება. "ვარდების მოედანზე" განთავსებულ 12-მეტრიან საწნახელში ყურძნის დაწურვა რევაზ ლაღიძის ცნობილი სიმღერის "თბილისოს" თანხლებით დაიწყო, რომელიც თბილისის ჯაზ-ბენდმა და მომღერალმა მაია ბარათაშვილმა შეასრულეს.
საწნახელში 10 ტონა ყურძენი მოთავსდა. რქაწითელი დღის განმავლობაში მთლიანად დაიწურება. ყურძნის დაწურვაში მონაწილეობა ჟურნალისტებთან ერთად თბილისის მერმა გიგი უგულავამ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ, ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მიიღეს. მოედანზე ქართველი შემსრულებლების კონცერტი მიმდინარეობს.
ყურძნის დაწურვას თბილისში სტუმრად მყოფი სხვადასხვა ქალაქების მერებიც დაესწრნენ. ვარდების მოედანზე ყველის გამოფენა გაიხსნა.
15-მდე ყველაზე გამორჩეული ანტიკვარული მანქანა-ვარდების მოედანზე დილიდან ავტო-შოუც მოეწყო. თბილისელებისა და უცხოელი სტუმრების განწყობის ამაღლებაზე კი „ბიგ ბენდი" და ცნობილი ქართველი ვარსკვლავები ზრუნავენ.
„ქსოვრელების" სიმღერები, თბილისელი ყარაჩოღლები და არღანი - უცხოელ სტუმრებზე ტივით სეირნობამ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. თბილისობის მთავარ სიმბოლოზე სეირნობის დროს უცხოელებმა მწვადი და ფიალებით ქართული ღვინო დააგემოვნეს.