24 ოქტომბერს გაერო-ს დღე აღინიშნება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 1945 წლის 26 ივნისს შეიქმნა, როდესაც სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50 სახელმწიფომ ხელი მოაწერა მის წესდებას.
გაეროს წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს. სწორედ ეს დღე აღინიშნება მსოფლიოში ყოველწლიურად, როგორც გაერთიანებული ერების დღე.
გადაწყვეტილება ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის თაობაზე მიიღო 3 დიდმა სახელმწიფომ - სსრკ, აშშ და დიდი ბრიტანეთი - 1943 წლის 30 ოქტომბერს მოსკოვის კონფერენციაზე, რაც გამოწვეული იყო ფაქტით, რომ "ერთა ლიგა" პოლიტიკური და ორგანიზაციული მანკიერების გამო უძლური აღმოჩნდა თავიდან აეცილებინა კაცობრიობისთვის მე-2 მსოფლიო ომი.
ორგანიზაციის წესდება შემუშავებულ იქნა დუმბარტონ-ოქსის და ყირიმის კონფერენციებზე. ამის შემდეგ გადაწყდა წესდების განსახილველად და მისაღებად სან-ფრანცისკოს კონფერენციის მოწვევა.
გაეროს მთავარი ბინა ნიუ-იორკშია. იქ არის მისი მუდმივმოქმედი ორგანოები - უშიშროების საბჭო და სამდივნო. მეტწილად იქ ტარდება მთავარი და დამხმარე ორგანოების სესიები. გაეროს ზოგიერთი ორგანოები მუშაობენ მის ევროპულ ოფისებში ჟენევასა და ვენაში.
საქართველოს გაეროს წევრი 1992 წლის 31 ივლისს გახდა.