ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდლის, გადამდგარი გენერლის ბენ ჰოჯესის განცხადებით, საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ახლავე უნდა გახდეს, რადგან ამისთვის მზად არის, უკრაინა კი ჯერ არა.
ამის შესახებ ბენ ჰოჯესმა კიევში გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
"მე მჯერა, რომ საქართველო ახლავე უნდა გახდეს ნატოს წევრი. უკრაინას ცოტა მეტი დრო დასჭირდება", - თქვა ჰოჯესმა.
მისივე თქმით, მას სჯერა, რომ უკრაინა საბოლოოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება.
ჰოჯესმა დასძინა, რომ უკრინა "წინ უნდა წავიდეს" და განაგრძოს მცდელობები ნატო-ში ინტეგრაციის გასაძლიერებლად.
გენერალი ბენ ჰოჯესი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია და ხშირად აკეთებს მსგავსი შინაარსის განცხადებებს.
იხილეთ ბენ ჰოჯესის წარსულში გაკეთებული განცხადებები:
საქართველო ალიანსის წევრი უნდა იყოს, ყველაფერი გააკეთა, რაც მოეთხოვებოდა. დასამტკიცებელი არაფერი დარჩა - ბენ ჰოჯესი
ნატომ საქართველო ალიანსში უნდა მიიწვიოს. ოკუპირებული ქვეყნის გაწევრიანების პრეცედენტი არსებობს, ეს გერმანიაა - ბენ ჰოჯესი