ნატომ საქართველო ალიანსში უნდა მიიწვიოს. ოკუპირებული ქვეყნის გაწევრიანების პრეცედენტი არსებობს, ეს გერმანიაა, - ამის შესახებ საუბრობს „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჯოჰესი.
„ვფიქრობ, რომ ნატომ მომავალ სამიტზე საქართველო ალიანსში უნდა მიიწვიოს. მე ამის მტკიცედ მჯერა, მაგრამ ვიცი, რომ ამ მოსაზრებას ბევრი არ იზიარებს. არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ჯარი საქართველოს 20 პროცენტის - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის - ოკუპაციას აგრძელებს. მაგრამ ნატოში, ასეთი ქვეყნის გაწევრიანების პრეცედენტი არსებობს. ეს გერმანიაა. აღმოსავლეთ გერმანია საბჭოთა კავშირის ასობით ათასი ჯარისკაცის ოკუპაციის ქვეშ იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ალიანსმა გერმანია წევრად მიიღო. ამის გამო, ვფიქრობ, რომ საქართველოსთან დაკავშირებითაც შეიძლება საქმის გადაჭრა“, - ამბობს ჰოჯესი და აღნიშნავს, რომ საქართველო ალიანსის წევრი უნდა იყოს იმის გამო, რომ მას შეუძლია უსაფრთხოების თვალსაზრისით სიტუაციის გაუმჯობესება.