დღეს, 23 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის მიერ ორგანიზებული "კლიმატის კვირეულის~ ფარგლებში, დასუფთავების მორიგი აქცია ჩატარდება.
აქციის ორგანიზატორები არიან საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, მდგრადი განვითარების კავშირი "ეკოხედვა~, ისანი-სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი გოგუაძე და Qქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა.
23 ოქტომბერს დასუფთავდება წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიისა და რამდენიმე მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორია.
აღნიშნული აქცია წარმოადგენს საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე მიმდინარე დასუფთავების კამპანიის ნაწილს, რომლიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის (საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები და მდგრადი განვითარების კავშირი "ეკოხედვა~) მიერ "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში ჩართვა~ პროექტის ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (შიდა) ფინანსური უზრუნველყოფით.