საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საუბრობს ტურისტული თვალსაზრისით ლუგელას ხეობის განვითარებაზე, სადაც დინოზავრის ნაკვალევია აღმოჩენილი. პრეზიდენტის თქმით, ანაკლიაში ჩამოსულ ტურისტს უნდა ჰქონდეს სხვაგან წასვლის საშუალებაც და ამ კუთხით, მნიშვნელოვანია ლუგელას ხეობისა და სათაფლიის განვითარება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.
"ანაკლიაში ჩამოსლ ტურისტს უნდა ჰქონდეს სხვაგან წასვლის საშუალებაც. ამ კუთხით უნდა განვავითაროთ ლუგელას ხეობა მარტვილში, სადაც დინოზავრის ნაკვალევია აღმოჩენილი. სათაფლიას გავხსნით ერთ თვეში. კუმისთავში პრომეთეს მღვიმეს გავხსნით. ბათუმი უკვე ხდება სასწაული. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ტურისტს, რომელიც ჩამოდის საქართველოში, შეუძლია ავიდეს მესტიაში, ისრიალოს, გადავიდეს ხეობებში და ნახოს მღვიმეები, უნიკალური ძეგლები. მთელ ამ გზაზე იქმნება ხალხისთვის შემოსავალი", - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ გომბორის გზის გაყოლებაზე გაპარტახებული სოფლები გამოცოცხლდა.
"ამიტომ გზა მარტო გზა არ არის. ეს არის იქ მდებარე სოფლების გაცოცხლება და ფეხზე დაყენება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.