ჩვენი მიზანი იყო სპეცოპერაცია მაქსიმალური დანაკარგის გარეშე დასრულებულიყო, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტან გომელაურმა.
მისი თქმით, პირადად მისთვის და ხელისუფლებისთვის ადამიანის სიცოცხლის საფასურად არანაირი თანხა არ არსებობს.
"პირველი იყო ჩვენი ამოცანა, რაც დავისახეთ, ეს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული იყო, მთავრობის თავმჯდომარესთან, ბატონ პრემიერთანაც, მაქსიმალურად იყო დავალება, რომ არავინ დაშავებულიყო. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ერთ ადამიანსაც არაფერი არ დაუშავდეს. პირადად ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის ადამიანის სიცოცხლის საფასურად არანაირი თანხა არ არსებობს. ჩვენ შევთავაზეთ, გამოგყვებით 5 კაცი, 10 კაცი, მან უარი გვითხრა თავიდან, შემდეგ დაგვთანხმდა 1 ადამიანზე. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ავთანდილ გალდავას, რომელმაც თავისი სიცოცხლე გაწირა. ეს არ იყო ადვილი საქმე, არც ჩემთვის იყო ადვილი, გადაწყეტილება მიმეღო რომ თანამშრომელი გამეგზავნა, ეს ადამიანი დაბრუნდებოდა, ან არ დაბრუნდებოდა იქიდან ცოცხალი, ურთულესი გადაწყეტილება მივიღე, ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, ბატონ ავთოს ერთი წამით უარი არ უთქვამს, არ შეუდრეკია თავისი გმირული ნაბიჯი, წარბი არ შეუხრია", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.