განსხვავებით დღევანდელი "ნაციონალური მოძრაობის" ბევრი ლიდერისგან, ვიძახით, რომ წარსულზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ, მომავალზე არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მასთან ერთად, - ამის შესახებ "ევროპულის საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა ისევ ერთპარტიულ მმართველობას უჭერს მხარს.
"ჩვენ, განსხვავებით დღევანდელი "ნაციონალური მოძრაობის" ბევრი ლიდერისგან, ვიძახით, რომ წარსულზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ, მომავალზე არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მასთან ერთად. სწორედ ამიტომ, არ დავუჭერთ მის პრემიერობას მხარს. რაც მოხდა ერთ გუნდში ყოფნისას, იმაზე ყველა, იმ პოლიტიკური წონით რაც ჰქონდა იმ დროს აგებს პასუხს და ან გამოაქვს იქიდან სწორი დასკვნა, ან ვერა. სააკაშვილმა ამ პერიოდიდან ვერ გამოიტანა სწორი დასკვნა და ახლაც საკუთარ ძალაუფლებაზე ფიქრობს უფრო მეტად, ვიდრე სხვა ყველაფერზე. მისი ხედვა ჩვენისგან განსხვავდება თითქმის ყველაფერში, დაწყებული მისი სიტყვის ფასიდან, როცა 30-ჯერ იტყვი, რომ ჩამოვალ და მისცემ ჩვენი ქვეყნის მთავარ საფრთხეს, ივანიშვილის პროპაგანდას აი, ამ სათამაშოს, გაგრძელებული მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩაშლით. სწორედ იმიტომ აკეთებს ყველაფერს, რომ 2012-მდე ვითარებაში დაბრუნება უნდა”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.