აშშ-მა კონტრაბანდაში ეჭვმიტანილ "აეროფლოტის" 113 თანამშრომელს ვიზა გაუუქმა. იუწყება Ekhokavkaza.
ნიუ იორკის აღმოსავლეთ რაიონის პროკურატურამ 10 ადამიანს ბრალი წაუყენა მოპარული ელექტრო ტექნიკის რუსეთში კონტრაბანდის გამო.
რვა ეჭვმიტანილი დააკავეს, ორზე ძებნაა გამოცხადებული. გამოძიებით დგინდება, რომ მათ ორგანიზება გაუკეთეს აშშ-დან რუსეთში მოპარული საქონლის გადაზიდვას, რომლის ღირებულებაც 50 მლნ დოლარს შეადგენდა. ძირითადად საუბარია Apple-ს პლანშეტებზე, ტელეფონებზე, საათებზე და სხვა.
ირკვევა, რომ პროდუქციის გადაზიდვა რუსული ავიაკომპანიის ყოფილი და ამჟამინდელი თანამშრომლების ბარგით განხორციელდა. საბოლოო ჯამში კი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა "აეროფლოტის" თანამშრომლებს დაახლოებით 113 ვიზა გაუუქმა. თავად ავიაკომპანიაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.