ბათუმის დელფინარიუმის ახალი ბინადარი თავს კარგად გრძნობს. ახალშობილი აქტიურად დაცურავს აუზში.
ამჟამად დედა პატარა დელფინს სწორ სუნთქვასა და სინქრონულ ცურვას, ასევე კოორდინირებულ მოძრაობას ასწავლის.
ახალშობილი მამრობითი სქესისაა და ის დელფინ ცუცას მეორე შვილია.
დელფინარიუმის ისტორიაში მეთერთმეტე ახალშობილისთვის სახელი ჯერ კიდევ არ არის შერჩეული.
ბათუმის დელფინარიუმი ვიზიტორებისთვის დახურულია, თუმცა, თანამშრომლები პანდემიისა და შიდა რეგულაციის შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მუშაობას სპეციალურ რეჟიმში განაგრძობენ.