"ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რესტორნების წუხილი. რესტორნების ასოციაციასაც ვუსმენთ, ვიცით მათი პრობლემები, - თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ნათელა თურნავამ .
მინისტრი განმარტავს, რომ რესტორნებზე გავრცელებულია პროგრამა "აწარმოე საქართველოში", რომლის მიხედვითაც სარესტორნო სფეროს წარმომადგენლები საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარები არიან.
საუბარია რეგულაციაზე, რომლის მიხედვითაც 16 ოქტომბრიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნები და სხვა გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00 საათამდე მუშაობენ.
"ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რესტორნების წუხილი. რესტორნების ასოციაციასაც ვუსმენთ, ვიცით მათი პრობლემები. იცით, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ჩვენ გავავრცელეთ რესტორნებზე პროგრამა "აწარმოე საქართველოში" და ისინიც საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარები არიან, მაგრამ, რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ მათ გარკვეული პრობლემები შეექმნათ.
მაგრამ, ეს გადაწყვეტილება იყო სრულიად მიზანშეწონილი გამომდინარე იქიდან, რომ იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი”, - განაცხადა თურნავამ.