სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერ შუშან სტეპანიანის განცხადებით, აზერბაიჯანის არმია ჩრდილოეთ ყარაბაღში საავიაციო და საარტილერიო დაბომბვას ახორციელებს.
მისივე თქმით, ყარაბაღის "თავდაცვის ძალები" ვითარებას აკონტროლებს და მოწინააღმდეგის იერიშების მოგერიებისთვის ყველა ძალისხმევას მიმართავს.
"შეხების ხაზის ჩრდილოეთ მიმართულებაზე მოიწინააღმდეგე იყენებს ავიაციასა და არტილერიას. ინტენისიური და მძიმე ბრძოლები გრძელდება სამხრეთის მიმართულებით", - წერს სტეპანიანი Facebook-ზე.
აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით კი რეგიონში ღამის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობდა. მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა, ორი ტანკი და რამდენიმე ერთეული ტექნიკა გაანადგურა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარი ვითარებას აკონტროლებს.