აგვისტოში, აღნიშნული გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე ექსპლუატაციაში შევიდა 4 ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილ 1.5 კმ-ზე ავტოტრანსპორტი 2 ზოლიან გზაზე მოძრაობდა
აღსანიშნავია, რომ ამ მონაკვეთზე აშენდა 420 მეტრიანი ხიდი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა
ახალი გზა, აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან უერთდება არსებულ გზას
ხაშურის შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს ქალაქ ხაშურს საცობებისგან, ტრანზიტული მოძრაობა კი, სრულად განხორციელდება ახალ გზაზე
ხაშურის შემოვლითი გზის საშუალებით მგზავრობის დრო 40-50%-ით შემცირდა და გადაადგილება 20 წუთის ნაცვლად 10 წუთშია შესაძლებელი