საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 18663-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 18663 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 8338 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 143.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს - 1042, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41