სომხეთი და აზერბაიჯანი 18 ოქტომბერს, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარულ ზავს გამოაცხადებენ. იუწყება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
"აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების [რუსეთი, საფრანგეთი, შეერთებული შტატები] პრეზიდენტების 1-ლი ოქტომბრის, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის 5 ოქტომბრისა და 10 ოქტომბრის ერთობლივი განცხადების [სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება[ შესაბამისად", - აცხადებს სომხეთის საგარეო უწყება.
მანამდე, 9 ოქტომბერს, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე, აზერბაიჯანისა და სომხეთს საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ ჰუმანიტარულ ზავზე. მიღწეული შეთანხმებით, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან უნდა ამოქმედებულიყო ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, მხარეების მიერ სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლის მიზნით.
საზავო რეჟიმის ამოქმედებიდან მალევე სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.
ფოტო: Reuters