დღეს, ახლა მე ჩაგეხუტეთ ეკრანით და სულ მალე ჩაგეხუტებით მანდ ბათუმის ბულვარში, საქართველოს თითოეულ ქალაქში და თქვენთან ერთად ქვეყნის აშენებას, - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას, ბათუშმი შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.
"ივანიშვილი ჩვენ 8 წლის წინ დაგვპირდა ჩაზნექილ სკამებს და მართლაც მოხდა მხოლოდ ჩაზნექილი სკამები. მე თქვენ გპირდებით, არა ჩაზნექილ სკამებს, მე თქვენ გპირდებით, რომ თქვენ იცხოვრებთ ყველაზე მაგარ ქალაქში მთელ ევროპაში. 31 ოქტომბერს ჩვენ მოვიშორებით ერთად უპერსპექტივობას, ჩვენ მოვიშორებთ ერთად საქართველოს დაშლას, ჩვენ მოვიშორებთ ერთად დაავადებას, რომელიც ახლა ვრცელდება საქართველოში და ჩვენ მოვიშორებთ, ერთხელ და სამუდამოდ, ამ კოშმარს ამ ტყუილებს, ნგრევის ათასგვარი უმსგავსობის გამოხატულებას, ივანიშვილს და მის ბანდას. დღეს ახალ მე ჩაგეხუტეთ ეკრანით და სულ მალე ჩაგეხუტებით მანდ ბათუმის ბულვარში, საქართველოს თითოეულ ქალაქში და თქვენთან ერთად ქვეყნის აშენებას", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.