გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა და საქართველო ისევ დაიწყებს აღმშენებლობას, - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას, ბათუშმი შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა და საქართველო ისევ დაიწყებს აღმშენებლობას.
"ჩვენ არ გვაქვს, არ გვაქვს უფლება დღეს ბრძოლის შეჩერების, ბრძოლის დამთავრება არის სულ ახლოს, გამარჯვება არის სულ ახლოს - ერთი ხელის გაწვდენაზე, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ცოტა კიდევ მოთმინება, ცოტა კიდევ მიწოლა, ცოტა კიდე გაძლება, ცოტა კიდე მეტი ერთიანობა, ცოტა კიდე მეტი შეტევითობა და სულ რამდენიმე დღეში საქართველო განთავისუფლდება ამ კოშმარისგან, საქართველოში აუცილებლად გათენდება, ტყუილის კოშკები დაინგრევა და საქართველო დაიწყებს ისევ აღმშენებლობას, განვითარებას, საქართველო ისევ წავა წინ მე ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.