სოციალური მედია ელექტრონულ კომერციას განვითარების დიდ შესაძლებლობას აძლევს, რომლის გარეშეც, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ინტერნეტ მაღაზიების არსებობა. დღეს მარკეტინგული სტრატეგიების უმეტესობა სოციალური მედიის გარშემო ტრიალებს და ფართო აუდიტორიაზე გასვლის საშუალებასაც იძლევა.
მომხმარებელთან საკომუნიკაციოდ და მათი საჭიროებების დასადგენად, Facebook, Twitter, Instagram და Pinterest-ი ყველაზე ეფექტური გზაა, რომელიც საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, დღითიდღე მარტივი ხდება ადამიანებსა და ტექნოლოგიებს შორის კომუნიკაცია. თუკი კოვიდმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შექმნა, გარკვეული კომპანიებისთვის უდიდესი ბიძგი აღმოჩნდა, რათა თავიანთი საქმიანობა გაეციფრულებინათ და შეზღუდვების მიუხედავად, მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია ამ ფორმით შეენარჩუნებინათ.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ 2020 წელს, კოვიდ 19 ელექტრონული კომერციის წინსვლის საბაბი გახდა, რადგან უამრავი კომპანია, საწარმო თუ დაწესებულება ჩაერთო ამ საქმიანობაში.
გამონაკლისი არ ქართული ბაზარი აღმოჩნდა. გაზაფხულიდან ონლაინ კომერციის ბაზარზე ერთის მხრივ ბევრი ახალი მოთამაშე გამოჩნდა აწ უკვე გაციფრულებული სერვისებით, თუმცა მეორეს მხრივ, isurve.ge-ს მაგალითზე, ბაზარზე არსებული უმსხვილესი ინტერნეტ მაღაზიებიც მომზადებულები შეხვდნენ კრიზისულ პერიოდს.
უფრო მეტიც, ერთის მხრივ თითქოს დაბალი შესვლის ბარიერის მქონე ინდუსტრია, ზუსტად იგივე სოციალური მედიის მართვისა და გამოცდილების ხარჯზე, პატარა კომპანიებისთვის საკმაოდ რთულად შეღწევადი აღმოჩნდა. ეს სირთულეები კი კიდევ უფრო აშკარა გახდა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, როდესაც ბაზარი მეტწილად პანდემიამდელ სტატუს ქვოს დაუბრუნდა.
„ისურვეს“ გამოცდილებაც ამაზე მეტყველებს. სწორი მარკეტინგული სტრატეგია კი მომხმარებლების მოზიდვის აუცილებელი წინაპირობაა, თუმცა წარმატებისთვის აუცილებელია მომხმარებელთა გრძელვადიან კმაყოფილებაზე ზრუნვა და ლოგისტიკური ქსელის უხარვეზო მართვა.
„ისურვესგან“ კრიზიულ პერიოდთან გამკლავება გასაკვირი არც ყოფილა, ვინაიდან, საქართველოში ერთ-ერთი დიდი ონლაინ მაღაზია უკვე 3 წელია ბაზარზეა და ამ დროის განმავლობაში შესძლო 90 000-ზე მეტი ერთგული მომხმარებლის მოპოვება.
რა განაპირობებს ონლაინ კომერციაში წარმატებას? ამ შეკითხვაზე, ალბათ, ყველა კომპანიის წარმომადგენლისგან განსხვავებულ პასუხს მივიღებთ, მაგრამ „ისურვეს“ შემთხვევაში, ეს განისაზღვრა მოქნილი, გამარტივებული სერვისებით და მომხმარებლების კმაყოფილებაზე ორიენტირებით. „გარანტირებული სიმარტივე“ - ორგანიზაციის სლოგანიც ზუსტად ამაზე მეტყველებს.
რამდენად წარმატებულია ეს მიდგომა, ამაზე სტატისტიკით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. დღეს კომპანია უმსხვილესი მოთამაშეა ელექტრონული კომერციის სექტორში და ყველა ასაკის, პროფესიის, ხელობის ადამიანს აძლევს შესაძლებლობას მარტივად შეიძინოს უკვე 10,000-ზე მეტი ნივთიდან მისთვის სასურველი პროდუქცია.