შს სამინისტროს პროექტმა "ახალი თაობა" წარმატებული ახალგაზრდები გამოვლინა. პროექტის მთავარი მიზანი კომპიუტერული პროგრამებისა და ნაშრომების შექმნაა. კონკურსი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და მასში საინფორმაციო ტექნოლოგიებით დაინტერესებული 18 წლამდე მოზარდები მონაწილეობდნენ. საუკეთესოდან 18 ნაშრომი შეირჩა.
დღეს წარმატებული ახალგაზრდები შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დააჯილდოვა.
"ჩვენ მაქსიმალურად ვახალისებთ ჩვენს სამინისტროში ახალ ციფრულ ტექნოლოგიებს. ჩვენ მთლიანად გადასულნი ვართ ინფორმაციის გაცვლის ასე ვთქვათ ციფრულ მეთოდებზე. მომსახურება რომელსაც ეწევა ჩვენი სამინისტრო და სხვა სახელმწიფო ორგანოები დიდწილად არის უკვე კომპიუტერიზირებული. იმედი მაქვს რომ თქვენი უმრავლესობა დიდი სიამოვნებით იმუშავებდა ჩვენთან. მითუმეტეს, რომ ჩვენი სამინისტროები არის კარგი ტრამპლინი შემდეგ სხვა უფრო მაღალანაზღაურებად უწყებებში სამუშაოდ", - განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.