გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 169 კოვიდ დადებითი პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულია 4721 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 342 ახალი შემთხვევა.
- აჭარში მკურნალობას გადის:
▪️ Covid კლინიკებში - 567 პაციენტი, 15 არასრულწლივანი, 26 ოსრული.
- რეანიმაციაში მოთავსებულია - 55 პაციენტი.
- თავისუფალი საწოლები- 46.
▪️ Covid სასტუმროებში- 822, არასრულწლოვანი - 76.
• აჭარაში ბინაზე 1200-მდე პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
გარდაიცვალა 2 პაციენტი:
1) 63 წლის კაცი. რესპუბლიკური საავადმყოფო.
დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, შოკი.
2) 55 წლის ქალი, ბათუმის სამედიცინო ცენტრი.
დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია დაუზუსტებელი, გულის გაჩერება. ჰიპერტონული დაავადება, თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი.