კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დღეს, 22 ოქტომბერს, "დედა ენის" ბაღში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ხეივანი გაშენდება.
აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი და მისი უცხოელი სტუმრები, რომლებიც საქართველოში სპეციალურად ვახტანგ ჭაბუკიანის იუბილესთვის ჩამოვიდნენ.
კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, უცხოელი სტუმრები და საიუბილეო ღონისძიების მასპინძლები, ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მიერ სპეციალურად შერჩეულ ნერგებს, მარადმწვანე ჯიშის კიპარისსა და კედარს დარგავენ. უცხოელ სტუმრებს შორის არიან:
ფრენკ ანდერსენი (დანიის სამეფო ბალეტი) ;ტატიანა ბერეჟნაია (მარიას თეატრის პედაგოგი) ;სერგეი ბერეჟნოი (მარიას თეატრის პედაგოგი) ;მარგარეტ უილისი (ბალეტის კრიტიკოსი, ჟურნალი "Dანცინგ თიმეს", დიდი ბრიტანეთი) ;
ტატიანა კუზნეცოვა (გაზეთი "კომერსანტის" ბალეტის კრიტიკოსი) ;ენტონი რასელ-რობერტსი (ფ. ეშტონის ფონდის ხელმძღვანელი) ;პოლ პოდოლსკი (ნორვეგიის სამეფო ბალეტის ადმინისტრაციული დირექტორი) ;ნინო ანანიაშვილი (საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი) ;პოლ კურანი (ნორვეგიის ოპერისა და ბალეტის სამეფო თეატრის დირექტორი); კაროლინ ლორკა (მიუნხენის საბალეტო სკოლის პედაგოგი) .
ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ფესტივალს 24 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გალა-კონცერტი დახურავს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის უცხოელი და ქართველი ვარსკვლავები: . ი. ზელენსკი, ს. მელენდერი, დ. მახათელი, ე. გლურჯიძე ი. ნიორაძე, ა. სომოვა, და სხვები. ვახტანგ ჭაბუკიანის საბალეტო ფესტივალის ფარგლებში უკვე გაიმართა სპექტაკლი "ლაურენსია". დღეს კი, 22 ოქტომბერს, რუსთაველის სახელმწიფო თეატრში, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრალური დასი "დონ-კიხოტს" წარმოადგენს.