მეტად საყურადღებოა თბილისში კორონავირუსის შემთხვევების მატებაა. აცხადბეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.
მისივე თქმით, აჭარის რეგიონში წინა დღეებთან შედარებით ახალი შემთხვევების რაოდენობამ იმატა, თუმცა ამგვარი მერყეობა ვირუსს ახასიათებს და მოსალოდნელი იყო.
"დღეს ანტირეკორდი გვაქვს ეპიდემიოლოგიურ სურათში, ლოგიკური მაჩვენებელია იმასთან, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა. აჭარაშიც არის მატება წინა დღეებთან შედარებით. ამგვარი მერყეობა მოსალოდნელია, თუმცა მეტად საყურადღებოა თბილისში შემთხვევების მატება", - განაცხადა გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას თქმით, ის იმედოვნებს, რომ აჭარაში სიტუაცია დასტაბილურდება, რაც შეზღუდვების შემსუბუქებას შესაძლებელს გახდის.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის ახალი 919 შემთხვევა გამოვლინდა.