წყალტუბოს ყოფილი ზამთრის თეატრი სპორტულ კომპლექსად გადაკეთდება. სრეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლაშა მაქაცარიამ და პირველმა მოადგილემ გიგა შუშანია დაათვალიერეს.
სპორტული კომპლექსის სამუშაოებს აწარმოებს სააქციო საზოგადოება "იბერია-21". პროექტის ღირებულება 1 427 000 ლარია.
კომპლექსში მოეწყობა კალათბურთის, მინი-ფეხბურთისა და ფრენბურთის დარბაზი, ასევე სავარჯიშო დარბაზი ძალოსნებისათვის. მოწესრიგდება სველი წერტილები, შიგა გათბობის, წყალსადენის და საკანალიზაციო სისტემები. განათავსდება ბილიარდის მაგიდები და ორი "საუნა".
სამუშაოები 2011 წლის დეკემბერში დასრულდება.