ევროკავშირმა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციები შეეხება რუსეთის ექვს მოქალაქესა და ერთ ორგანიზაციას.
"ევროკავშირი ექვს რუს თანამდებობის პირს უყინავს აქტივებსა და უკრძალავს ევროკავშირში შესვლას", - ნათქვამა განცხდებაში.
სანქციები დაუწესდა:
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორს, ალექსანდრ ბორტნიკოვს;
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს;
შიდა პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის სამმართველოს უფროსს, ანდრეი იარინს;
თავდაცვის მინისტრის ორ მოადგილეს - ალექსეი კრივორუჩკოსა და პაველ პოპოვს;
ციმბირის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ წარმომადგენელს, სერგეი მენიალოს.
სანქცირებულთა სიაში ასევე, მოხვდა ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების სამეცნიერო კვლევითი სახელმწიფო ინსტიტუტი.
სანქციები ძალაში, გამოქვეყნების შემდეგ, 15 ოქტომბრიდან შევა.
ფოტო: AFP