პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, უმაღლეს სასწავლებლებში აუდიტორიული სწავლის 19 ოქტომბრიდან განახლების გადაწყვეტილება ძალაში რჩება
"ჩვენი გეგმის თანახმად უმღლეს სასწავლებლებში უნდა განახლებულიყო სწავლა 19-დან და ეს გადაწყვეტილება რჩება ძალაში. უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ რეკომენდაცია, იქ, სადაც შესაძლებელია დისტანციური სწავლება, ეს განახორციელონ. მაგრამ, იქ სადაც შესაძლებელი არ არის, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები უნდა ჩაატარონ აუდიტორიებში", - თქვა გიორგი გახარიამ.
უმაღლესი სასწავლებლების აუდიტორიებში სწავლა 19 ოქტომბერს უნდა განახლდეს.