სომხეთი აზერბაიჯანს ყარაბაღის შეხების ხაზზე ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა განაცხადა.
"დილიდან მოწინააღმდეგემ განაახლა საარტილერიო დაბომბვა ჩრდილოეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებებით", - აღნიშნა სტეპანიანმა.
მისი თქმით, კონფლიქტის ზონაში ამ დრომდე შენარჩუნებულია სტაბილურად დაძაბული მდგომარეობა.
ამასთან, ოფიციალური ერევანი კონფლიქტის ზონაში კიდევ 23 სომეხი სამხედროს დაღუპვის შესახებ იუწყება. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ჯამში ყარაბაღში გარდაცვლილი ჯარისკაცების რიცხვი 555-მდე გაიზარდა.