15 ოქტომბერს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა პერინატალური დანაკარგების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს საზოგადოება პატივს მიაგებს იმ ბავშვების ხსოვნას, რომლებიც გარდაიცვალნენ მუცლადყოფნის პერიოდში ან დაბადებისთანავე. ბავშვის დაკარგვა უდიდესი ტრაგედიაა არა მხოლოდ დედის და მისი ახლობლებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც, რაც დიდ მნიშვნელობას მატებს ამ დღეს.
მუცლადყოფნის პერიოდში ან დაბადებისთანავე გარდაცვლილ ახალშობილთა მოგონების დღის აღნიშვნა დაიწყო 2006 წლიდან, როცა ხსოვნის დღედ გამოცხადდა 15 ოქტომბერი.
გარდაცვლილ მკვდრადშობილთა მოგონების დღის აღნიშვნა ემსახურება იმ ოჯახების მხარდაჭერას, რომელთა ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა, ორსულობის პერიოდში, დაბადებისთანავე, ან სხვა მიზეზით ბავშვის დაკარგვის გამო.
საერთაშორისო ორგანიზაცია - ,,სინათლის ტალღა“, ყოველდღიურად აღნიშნავს პერინატალური დანაკარგების საერთაშორისო დღეს მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ისინი იწვევენ გარდაცვლილ ბავშვთა ოჯახებს, მეგობრებს, ახლობლებს და მხარდამჭერ ორგანიზაციებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ შეუერთდნენ და მონატრებულ ახალშობილთა/ბავშვთა პატივსაცემად გამართულ ხსოვნის დღეს 15 ოქტომბერს, 19:00 საათზე მსოფლიოს ყველა წერტილში ინთება სანთელი, გარდაცვლილ ახალშობილთა და ბავშვების ხსოვნის საპატივცემულოდ რათა შეიქმნეს უწყვეტი შუქის ჯაჭვი.