საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა ექსპოზიცია `მრავალეროვანი თბილისი~, სადაც
წარმოდგენილია სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების წარმომადგენელთა საქართველოში ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები.
ამ ღონისძიებით დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაცია `საქართველოს ქალთა საბჭოს~ მიერ ორგანიზებული ეთნიკური უმცირესობების კვირეული, რომელიც თბილისობას ეძღვნება.
გამოფენა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და `საქართველოს ქალთა საბჭოს~ ხელმძღვანელმა მზექალა შანიძემ გახსნეს.
გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული XIX-XX საუკუნეების წერილობითი და ფოტო დოკუმენტები. ფოტოებზე აღბეჭდილნი არიან: საქართველოში მცხოვრები ებრაელები, სომხები, თათრები, ლეკები, ესტონელები, ირანელები, ჩინელები, ბერძნები და სხვ.; გამოფენილია, ასევე, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი წერილობითი მასალა.
გამოფენაზე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმები სხვადასხვა ეთნიკურ უმცირესობასთან დაკავშირებით.
გამოფენა 25 ოქტომბერს დასრულდება. მასზე დასწრება თავისუფალია. მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი, #1.