გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 154 კოვიდ დადებითი პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 286 ახალი შემთხვევა.
- აჭარში მკურნალობას გადის:
▪️ Covid კლინიკებში - 548 პაციენტი, 13 არასრულწლივანი, 28 ოსრული.
- რეანიმაციაში მოთავსებულია - 53 პაციენტი.
- თავისუფალი საწოლები- 63.
▪️ Covid სასტუმროებში- 765, არასრულწლოვანი - 53.
• აჭარაში ბინაზე 1000-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
გარდაიცვალა 2 პაციენტი:
1) 87 წლის ქალი, რესპუბლიკური საავადმყოფო. კლინიკაში შეყვანილი იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ 8.10.2020. გარდაიცვალა 14.10.2020
დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.
2) 65 წლის კაცი, კლინიკა "მედცენტრი". კლინიკაში შეყვანილი იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ 9.10.2020. გარდაიცვალა 14.10.2020
დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი დაუზუსტებელი, თირკმლის მწავავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, თავის ტვინის ინფარქტი. შაქრიანი დიბატი - ტიპი 2, ქრ. ლიმოციტური ლეიკემია.