ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "დღის კურიერის" ეთერში იმ ადამიანებს მიმართა, ვინც COVID ინფექცია უკვე გადაიტანა და სთხოვა, რომ მივიდნენ და ჩააბარონ პლაზმა, რომელსაც შემდეგ ინფიცირებულებს გადაუსხამენ.
"დღეისთვის ინოვაციურ მიდგომად რჩება, გამოჯანმრთელებული ადამიანების გადასხმა COVID ინფიცირებულებზე. პლაზმის გადასხმა საკმარისად ეფექტურია იმისათვის, რომ ავადმყოფების გარკვეული რაოდენობა გადავარჩინოთ. ჩვენ ეს პლაზმა 6 შემთხვევაში გამოვიყენეთ მძიმე ავადმყოფების შემთხვევაში და ყველა მათგანი გადარჩა. ამას ვიყენებთ იმისათვის, რომ დონორები არ გვყავს. მინდა მივმართო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც COVID ინფექცია გადაიტანა, მოგვმართონ და ჩააბარონ პლაზმა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.