სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ყარაბაღის ძალებმა ოდნავ უკან დაიხიეს, თუმცა სიტუაციას აკონტროლებენ.
"სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან 18 დღის განმავლობაში ჩვენმა ჯარმა მცირედით უკან დაიხია ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებებით. მოწინააღმდგემ ტაქტიკა შეცვალა და დივერსიული ჯგუფებით ცდილობს ზურგში პანიკა დათესოს. სამხედრო დანაყოფები სიტუაციას აკონტროლებენ და მოწინააღმდეგეს მძიმე დანაკარგს აყენებენ ცოცხალი ძალისა და ტექნიკის სახით", - განაცხადა ფაშინიანმა.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტოს ზონაში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტებერს განახლდა.