თუ რუსეთია მტერი, ასევე ნებისმიერი ქვეყანა არის მტერი, ვინც ჩვენ მიწას გვართმევს. აცხადებს დეკანოზი შალვა კეკელია, რომელიც დავით გარეჯის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
"ადამიანები საუბრობენ იმას, რომ ჩვენ არ გვინდა, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობები გავიფუჭოთ და მზადა ვართ, რომ ეს ტერიტორიები დავთმოთ. ჩემთვის მაგალითად ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩემს მიწას ეხება, ჩემს მიწას ისაკუთრებს პირადად ჩვენი ქვეყნისთვის არის მტერი. მით უმეტეს დავით გარეჯი, ადგილი სადაც 6 000 გარეჯელი ბერი მოღვაწეობდა, 6 000 გარეჯელი ბერი ეწამა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ტერიტორიაა.
ნებისმიერი ადამიანი, რომელიც განცხადებას აკეთებს და ტელევიზია თუნდაც, რაღაცა ისე დგებიან, რომ "აი, არ გვინდა, დაიძაბოს ურთიერთოებები", ჩემთვის პირადად, თუნდაც დაიძაბოს ურთიერთობა იმ მიწებთან დაკავშირებით. თუ რუსეთია ჩემთვის მტერი, ასევე ნებისმიერი ქვეყანა ჩემთვის არის მტერი, ვინც ჩვენ მიწას გვართმევს", - განაცხადა კეკელიამ.