შემთხვევით არ არის ის ფაქტი, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა. განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ.
პატრიარქის თქმით, საქართველო ღვთისაგან მრავალი სასწაულითაა დაჯილდოვებული.
"ჩვენ ღვთისგან დაჯილდოებული ვართ მრავალი სასწაულით, შემთხვევეით არ არის ის მოვლენა, რომ საქართველოში იყო ჩამოტანილი ხალენი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა, ის ხალენი აქ არის დაკრძალული. შემთხვევით არ არის ის ფაქტი, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა. ჩამოტანილი იქნა კვართი მაცხოვრისა, ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჩვენ ბევრი მოგვეკითხება", - განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქმა მრევლს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.