დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე მეტად საყურადღებოა სამი რეგიონი, მათ შორის დედაქალაქი. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე ცხელი წერტილი აჭარა იყო, სადაც უკვე შეინიშნება ვითარების სტაბილიზაცია.
დღეს ყველაზე მეტად საყურადღებოა სამი რეგიონი, მათ შორის დედაქალაქი, მთავარი სადაც დღეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 297 შემთხვევა, რამაც მოიცვა 44 პროცენტი ახალი შემთხვევების. ასევე, მაღალი ინფიცირების მაჩვენებელია იმერეთში, რომელიც ძირითადად ქუთაისზე მოდის. აქ გვაქვს 150 ახალი შემთხვევა, ანუ საერთო ინფიცირების 22 პროცენტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 292 ადამიანი. გარდაიცვალა 7 პაციენტი.