უკვე კმარა ასეთი ცხოვრება, ახალი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ერის საკეთილდღეოდ, ახალი სახე უნა მოვიდეს. ამის შესახებ ცურტაველმა ეპისკოპოსმა, მეუფე ვახტანგმა დაკავებული კარტოგრაფების საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ის ხალხი [ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა] ქვეყანას ემსახურებოდა და არ შეიძლება ასე გავწიროთ.
მეუფე ვახტანგის თქმით, ყველაფერს არჩევნები გაარკვევს.
"ყველაფერს გაარკვევს არჩევნები, გადაწყვიტავს და მე მინდა, რომ უკვე კმარა ასეთი ცხოვრება, ახალი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ერის საკეთილდღეოდ. ყველა შესაცვლელია, ახალი სახე უნდა მოვიდეს ქვეყანაში, ეროვნული ღირსებით, რომელიც რაღაცას გააკეთებს ამ ქვეყანაზე, მოდი, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ ყველამ“, - დასძინა მეუფე ვახტანგმა.