კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევიდან 297 თბილისში, 189 აჭარაში, 150 კი იმერეთში გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
დანარჩენი შემთხვევები შემდეგნაირად განაწილდა:
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 3
ქვემო ქართლი - 11
შიდა ქართლი - 12
გურიაში - 6
მცხეთა-მთიანეთი - 9
კახეთში - 2
სამცხე-ჯავახეთი - 1.
საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 292 ადამიანი. გარდაიცვალა 7 პაციენტი.