ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსით სიკვდილიანობის სტატისტიკის ტენდენციებზე ისაუბრა და თქვა, რომ მათი გამოთვლით, გარდაცვლილთა 10% 65 წელს ქვემოთ ასაკისაა.
"გამოიკვეთა ერთი ტენდენცია, რომ გარდაცვლილთა შორის ჭარბობს ასაკოვანი, 70 წელს გადაცილებული ხალხი, მაგრამ რაღაც პროცენტი, ჩვენი დათვლით 10 პროცენტი არის 65 წლის ასაკზე ქვემოთ.
ასევე, გამოისახა ტენდენცია, რომ კოვიდი არის დაავადება, რომლის დროსაც მოსალოდნელია სწრაფი დამძიმება, თუ არ იქნება მყისიერი რეაგირება. შეიძლება, პაციენტი გარდაიცვალოს თრომბოემბოლიური გართულებით ან გულის გაჩერებით. ძირითადდა, ეს ორი ტენდენციაა, რაც, პრინციპში, არ განსხვავდება მსოფლიოსგან", - განმარტავს თენგიზ ცერცვაძე.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 867 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 102.