ცნობილმა ამერიკელემა ტელეწამყვანმა კიმ კარდაშიანმა "სრულიად სომხეთა ფონდ აისტანს", რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში დაზარალებულთა დახმარებას ეწევა, 1 მილიონი დოლარი შესწირა.
მანამდე კიმ კარდაშიანმა საზოგადოებას მოუწოდა შეერთებოდნენ აქციას "ჩვენ, ჩვენი საზღვრები: ყველაფერი არცახისთვის".
სომხური წარმოშობის ამერიკელმა ტელეწამყვანმა Instagram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ხალხს მოუწოდა სომხეთისა და ყარაბაღის დასახმარებლად თანხა შეეგროვებინათ.
საქველმოქმედო ფონდმა თანხის შეგროვება მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების დაწყების დღიდან - 27 სექტებრიდან დაიწყო.