ყველას თავის გზა აქვს. რაც შეეხება იმას, რომ ბნელი ინსტინქტები გააღვივაო.. ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი, - ასე უპასუხასაქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ევროპული საქართველოს ლიდერის გიგი უგულვას მიერ ვიდეომიმართვაში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ვანო მერაბიშვილმა სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტქტები გააღვიძაა.
"თქვენ გგონიათ, რომ ჩემი დროის რაღაც ნაწილი ეძღვნება არც თუ ისე დიდი მხარდაჭერის პოლიტიკოსების განხილვას? ნამდვილად არ ეძღვნება და არც მიეძღვნება მომავალში. ყველას თავის გზა აქვს. რაც შეეხება იმას, რომ ბნელი ინსტინქტები გააღვივაო.. ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი.
თქვენ ესაუბრებით ადამიანს, რომელსაც სამჯერ შესთავაზა უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის პრემიერ-მინისტრობა; რომელიც იყო იმ ოლქის გუბერნატორი, რომლის მოსახლეობა, საქართველოსას, პრაქტიკულად, უტოლდება. ამ შემთხვევაში, ჩემ თავზე ვლაპარაკობ.
უბრალოდ, ცოტა შემოვიტკლაცუნოთ ლოყებზე, ვიღაც იმაზე კი არ ვლაპარაკობთ, ჭ კლასის ლიგის წარმომადგენელზე. სადაც არ უნდა გამოვჩნდე, გვინდა თუ არ გვინდა, ვიღაც შურით სკდება, თუ ბოღმით, თავის პატარა ინსტინქტების გამო, საქართველოს სახელი მიკავშირდება მე", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.