ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ ამერიკელ მეცნიერებს პოლ მილგრომსა და რობერტ უილსონს.
მეცნიერებს ჯილდო "აუქციონების თეორიის გაუმჯობესებისა და აუქციონის ახალი ფორმატების გამოგონებისთვის" გადაეცათ.
ნობელის კომიტეტში განაცხადეს, რომ მათი სამეცნიერო ღვაწლი მთელი მსოფლიოს მოვაჭრეებს, მყიდველებსა და გადასახადის გადამხდელებს უდიდეს სარგებელს მოუტანს.
გასულ კვირას ცნობილი გახდა ნობელის პრემიის სხვა ლაურეატები. მშვიდობის დარგში პრემია მიენიჭა გაეროს სურსათის პროგრამას, ლიტერატურის დარგში - ამერიკელ პოეტს ლუიზა გლუკს, ქიმიის დარგში ემანუელ შარპანტიესა და ჯენიფერ დუდნას, ფიზიკის დარგში როჯერ პერნოუზს, რეინჰარდ გენცელსა და ანდრეა გაზს. მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში კი პრემიის ლაურეატები გახდნენ ბრიტანელი მეცნიერი მაიკლ ჰოუტონი, ხარვი ალტერი და ჩარლზ რაისი С ჰეპატიტის ვირუსის კვლევისთვის.
ფოტო: EPA