ვისაც ოცნება ნაცებს გვიწოდებს, სინამდვილეში ვართ ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად ენმ, ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი, ერთ დროს მმართველი და შემდეგ დაუნდობელი დევნის მსხვერპლი პარტია გადაიქცა რეაქციონერებისა და რეტროგრადების პარტიად.
„ვისაც ოცნება ნაცებს გვიწოდებს, სინამდვილეში ვართ ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობავისაც აღარ გვინდა საბჭოთა გადმონაშთები მმართველობაში, ეკონომიკაში და ყოფაცხოვრებაში. ხალხი, ვინც სხვადასხვა პარტიაში ვართ და ცივილიზებულად შეგვიძლია თანაარსებობა. დიახ, ძალიან უცნაური არჩევნებია – წინ მუშტი ივანიშვილს და იქვე უკან იდაყვი სააკშვილს. ეს არის გამარჯვების ფორმულა დღეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.