ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში COVID-19-გან 211 პაციენტი გამოჯანმრთელდა. stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 12272 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 6538 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 91.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს - 1393, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.