ტყიბულის ერთ-ერთი სკოლის 18 მოსწავლეს და 4 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია გადაყვანილი ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 120-მდე ადამიანი, გრძელდება კონტაქტების მოძიება.
როგორც ტყიბულის მერმა, თემურ ჩუბინიძემ განაცხადა, ჯერ უცნობია, ხვალიდან რა სახით განახლდება სკოლაში სასწავლო პროცესი.
"იმ კლასებში, სადაც დადასტურდა, რა თქმა უნდა, დისტანციურზე გადავიყვანთ. დანარჩენებზე შედეგების მიხედვით განვსაზღვრავთ", - თქვა მერმა.