საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთის ეროვნულ გუნდთან ფრედ, 2:2 დაასრულა.
საფეხბურთო მატჩი პოლონეთში, ქალაქ ტიხის სტადიონზე გაიმართა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში 5 ქულით ლიდერობს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად, რომელმაც ტალინში ესტონეთთან 3:3 ითამაშა.
შემდეგ შეხვედრას 14 ოქტომბერს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს.