თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობის მიმდებარედ, მოსე თოიძის N35-ის მცხოვრებლებმა ხელყუმბარა აღმოაჩინეს.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ადგილობრივების განცხადებით, თავდაპირველად არ მიუქცევიათ ყურადღება ნივთისთვის, რომელიც სახურავზე, ნაჭერში შეხვეული იდო. მას შემდეგ, რაც ნივთი ჩამოაგდეს, მიიჩნიეს, რომ ეს ხელყუმბარა იყო და პოლიციას დაუკავშირდნენ.
ამჟამად ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ. პოლიციამ, უსაფრთხოების მიზნით, ადგილობრივებს ტერიტორია დაატოვებინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.