რაჭაში რთველი დაიწყო. 12 ლოკაციაზე მოწყობილია ყურძნის ჩასაბარებელი პუნქტები, სადაც მოსახლეობას დილიდან ეძლევა მოსავლის დაბინავების შესაძლებლობა.
რაჭაში ღვინო "ხვანჭკარის" სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას - 2500 ტონამდე მოსავალს ელიან წელს.
"ხვანჭკარის" ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკ-პოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა.
ყურძნის ჩასაბარებელი პუნქტები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდა.