მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ, მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევა ძალაში.
მხარეები შეთანხმდნენ ოთხ საკითხზე:
1. ცეცხლის შეწყვეტა 2020 წლის 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარული მიზნებისათვის სამხედრო ტყვეების, სხვა პატიმრებისა და ცხედრების გაცვლისთვის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით და მათი კრიტერიუმების შესაბამისად.
2. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სპეციფიკურ პარამეტრებზე დამატებით მოხდება შეთანხმდება.
3. აზერბაიჯანი და სომხეთი, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით, დარეგულირების ძირითადი პრინციპების საფუძველზე, იწყებენ არსებით მოლაპარაკებებს, სწრაფი მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით.
4. მხარეები ადასტურებენ მოლაპარაკებების პროცესის ფორმატის უცვლელობას.
შეთანხმების პუნქტები საზოგადოებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააცნო.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ზოჰრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი პარასკევს ჩავიდნენ მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიწვევით.