საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 11271-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 11271 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 6119 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 76.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5971 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41