ქობულეთში, საოჯახო სასტუმროების მფლობელები საპროტესტო აქციას გამართეს. ისინი ეკონომიკის მინისტრის ნათელა თურნავას განცხადებას აპროტესტებენ, რომელმაც თქვა რომ ხელისუფლებამ ბანკებთან მოლაპარაკება გამართა და ისინი მზად არიან, მცირე და საოჯახო სასტუმროებს სესხების რესტრუქტურიზაცია გაუკეთონ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მთავრობამ ისინი მოატყუა, რადგან დაჰპირდნენ, რომ იანვრიდან მოხდებოდა სესხების გადავადება ან დასუბსიდირება
"მთავრობასთან შეხვედრებს ვმართავდით და გვპირდებოდნენ, რომ იანვრიდან მოხდებოდა ჩვენი სესხების გადავადება ან დასუბსიდირება. ახლა გუშინ თურნავა გამოვიდა და თქვა, რომ თურმე საჩუქარი გაგვიკეთა. ჩვენი სესხების რესტრუქტურიზაციით პროცენტი კოლოსალურად გვეზრდება და ეს არაფერში გვჭირდება“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ