ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლებისთვის სახელმწიფოსგან სადაზღვევო ვაუჩერების ასპროცენტიან დაფინანსებას მოითხოვენ.
როგორცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, 2008-2010 წლებში მასწავლებლებს სადაზღვევო ვაუჩერები 100 პროცენტით უფინანსდებოდათ, თუმცა 2011 წლიდან მათ სახელმწიფო მხოლოდ 66,6 პროცენტით, ხოლო 2012-2013 წლებში 33,3 პროცენტით დააფინანსებს.
"იმ სოციალური პირობების ფონზე, რომელიც დღეისთვის ქვეყანაში არსებობს, პედაგოგებს არ აქვთ საშუალება თავისი ხელფასიდან სადაზღვევო ვაუჩერების დაფინანსების. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ შესაბამის კანონში შევიდეს ცვლილება და ჩაიწეროს, რომ სანამ პედაგოგების ხელფასები არ გაორმაგდება და მათი რაოდენობა 700-800 ლარს არ მიაღწევს სახელმწიფომ დაზღვევის ასივე პროცენტი თავის თავზე აიღოს"- აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები და წევრები პარლამენტში პედაგოგებს ხვდებიან.
როგორც პედაგოგები აცხადებენ, მათი ხელფასი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სხვადასხვა ხარჯებთან ერთად სადაზღვევო ვაუჩერის ფულიც თავად დაფარონ, ამიტომ მოითხოვენ ხელისუფლებისგან ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივის მხარდაჭერას.